NBC: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინთან ტერიტორიების საკითსზე არ ისაუბრებს

13 აგვისტოს უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების ლიდერებთან გამართულ ონლაინ კონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას არ აპირებს ტერიტორიული საკითხების განხილვას. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი NBC ავრცელებს - წყაროების ცნობით, პუტინთან შეხვედრისას ამერიკელი პრეზიდენტის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველჰყოფა იქნება. 

  • წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა. 

  • ტრამპთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი პრეზიდენტი არ არის განწყობილი ოპტიმისტურად შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. 

Big Picture: ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც იდეა თავად ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გააჟღერა. 

  • ტერიტორიების შესახებ ტრამპის მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა უკრაინელი პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების შფოთვა გამოიწვია. 

  • წყაროების ცნობით, ონლაინ კონფერენციის მიმდინარეობისას ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში ამერიკა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს გაამკაცრებდა. 

  • საუბრის შედეგად ევროპელი ლიდერები კმაყოფილები დარჩნენ ამერიკელი პრეზიდენტის გეგმით და მიიჩნიეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება. 

  • "ტერიტორიების საკითხი არ იქნება განხილული უკრაინის მონაწილეობის გარეშე"- ამბობს ტელეარხთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

Context: პოზიტიური განწყობის მიუხედავად ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ამერიკელი პრეზიდენტის პოზიციები შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს - მათი ღელვა არ არის უსაფუძვლო, რადგანაც აქამდე ამერიკელი პრეზიდეტი თავს იკავებდა რუსეთის მიმართ დამატებითი წნეხისგან.

  • ევროპელ ლიდერებთან გამართულ საუბარს "ძალიან კარგი" უწოდა დონალდ ტრამპმა და ამავე განცხადებაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომის დასრულებაზე უარის შეთმხვევაში რუსეთისთვის მკაცრი შედეგები დადგება. 

Go Deeper: WSJ: პუტინთან შეხვედრამდე ტრამპი უკრაინის წითელ ხაზებს დათანხმდა

მსგავსი სიახლეები