Halk TV-ის მონაცემი: ერდოღანი - 49.25%, ქილიჩდაროღლუ - 45.04%

ტელეკომპანია HULK-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც სამთავრობო მედიად არ მოიაზრება და დღევანდელი არჩევნების შედეგებსაც სააგენტო ანადოლუზე უფრო სწრაფად ავრცელებდა, პირველი ტურის გამარჯვებული რეჯეფ-თაიფ ერდოღანი გახდა. 

ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, დათვლილია ხმების 99.7%, ხოლო შედეგები ასე გამოიყურება: 

  • ერდოღანი - 49.25%
  • ქილიჩდაროღლუ - 45.04%
  • ოღანი - 5.28%

ამავე ინფორმაციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელმა 88%-ს გადააჭარბა. 

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, დათვლილია ხმების 87%, თუმცა შედეგები ოფიციალურად მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ყველა საარჩევნო ხმა აისახება. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროცესის შენელბასა და მანიპულაციის მცდელობაში ბრალი დასდეს, როგორც ერდოღანის პარტიას, ასევე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებსაც. 

ამ შედეგების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები