იგნატი: ირანული დრონები საჰაერო ძალებისთვის თავის ტკივილია

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ირანული წარმოების დრონები საჰაერო თავდაცვისთვის მნიშნველოვანი პრობლემაა.

"ირანული დრონები თავის ტკივილია, მათი ჩამოგდება ჯერ კიდევ რთულია. როდესაც მათი რაოდენობა დიდია, ისინი იყენებენ სხვადასხვა მარშრუტებს, დაფრინავენ მიწასთან ახლოს და ძნელად მისადგომია თვითმფრინავით, რადგან თვით დრონის სიჩქარე 150 კმ/სთ-ია, გამანადგურებელი კი მინიმუმ 400 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. ამ დრონს ღამით ვერ მივწვდებით სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებით ან მობილური საცეცხლე ჯგუფებით." - აცხადებს იგნატი.

მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად უშვებს ამ უპილოტო საფრენ აპარატებს ღამით, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა გამოფიტოს.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მათ წინააღმდეგ საზენიტო რაკეტებს იყენებენ. შედეგად, მტერს შეუძლია დაინახოს სად არის უკრაინული კომპლექსები, მოახდინოს მათ წინააღმდეგ სარაკეტო ცეცხლის კორექტირება უკვე გემებიდან ან თვითმფრინავებიდან.

მსგავსი სიახლეები