იგნატი: Patriot-ის სისტემა რუსული სამიზნეების 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოგდებას შეძლებს

გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა რუსულ სამიზნეებს 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოაგდებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატი ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინამ საზენიტო სისტემის ერთ-ერთი უახლესი ვარიანტი, კერძოდ, Patriot PAC-3 მიიღო, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსაც ჩამოაგდებს.

იგნატმა აღნიშნა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

"რაც მალე დაიწყებს (Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა – რედ.) საბრძოლო დავალებების შესრულებას, მით უკეთესი იქნება, ჩვენ შევძლებთ რეაგირებას და გავაკეთებთ იმას, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს", - თქვა მან.

გუშინ გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot გადასცა. ეს ინფორმაცია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გარდა, გერმანიამ უკრაინას ამ სისტემის რაკეტები, 16 სატვირთო ავტომობილი Zetros და ორი საზღვრის დაცვის ავტომობილი გადასცა.

მსგავსი სიახლეები