ინდონეზიაში მიწისძვრას 318 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდონეზიის დასავლეთ იავას პროვინციაში 21 ნოემბერს მომხდარ მიწისძვრას 318 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ 26 ნოემბერს CNN Indonesia კატასტროფების მართვის ეროვნულ სააგენტოზე (BNPB) დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ბოლო დღის განმავლობაში რვა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს და ძებნა გრძელდება.

BNPB-ის ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 4630 კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ 58 000-ზე მეტი სახლი დააზიანა, მათგან 25 000 მძიმედ.

დაახლოებით 73 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

21 ნოემბერს ინდონეზიაში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი სიახლეები