NYT: ლარიჯანის ლიკვიდაციამ გააძლიერა ირანელი მაღალჩინოსნების შიში და პარანოია

ისრაელის მიერ ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციამ გაამძაფრა ირანელი მაღალჩინოსნების პარანოია და შიშები ომის ტრაექტორიასთან დაკავშირებით. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ირანის პოლიტიკურ ელიტაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

  • გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობების გავრცელებისთანავე შეშფოთებული და შეშინებული კოლეგების არაერთ ზარს უპასუხა. 
  • "ისინი შიშობენ თავიანთ ბედზე და შფოთვით ინტერესდებიან, თუ იქნება შემდეგი"- ნათქვამია მასალაში. 

ჩაშლილად: ლარიჯანის ლიკვიდაციამ, რომელიც მიმდინარე ომის პირობებში ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად ჩამოაყალიბა კიდევ ერთხელ გამოაჩინა და დაადასტურა ისრაელის დაზვერვის დომინაცია და პენეტრაციის მასშტაბი ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ეშელონებში. 

  • "არსებობს პარანოიდული შფოთვის ყოვლისმომცველი განცდა, რომ ისრაელი არ გაჩერდება სანამ ყველა ლიდერს არ მოკლავენ და არ დაამხობენ ისლამურ რესპუბლიკას"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

კონტექსტი: 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ დრომდე მოკლულია ირანის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის 40-ზე მეტი პირი, მათ შორის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი, რომელიც პირველი საჰაერო დარტყმის სამიზნე აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები