ბელორუსდან ოკუპანტების უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა დაბალია - ISW
ოკუპანტების მიერ ბელორუსის ტერიტორიიდან თავდასხმის ალბათობა დაბალი რჩება. ამის შესახებ 20 ოქტომბერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ოპერატიულ ანალიზშია ნათქვამი.
ISW-ის ანალიტიკოსები არ ეთანხმებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გაფრთხილებებს. მათი აზრით, ბელორუსის მხრიდან თავდასხმა უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსული ჯარები, სახმელეთო შეტევის გზით მზად არ არიან დასავლეთიდან უკრაინის მომარაგების ხაზები გაწყვიტონ.
"უკრაინის უახლოესი სარკინიგზო ხაზი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ბელორუსის საზღვრიდან 30 კმ-ში გადის, ხოლო პრიპიატის ჭაობები ჩრდილოეთ უკრაინასა და ბელორუსში განსაკუთრებულად ართულებს საბრძოლო მოქმედებებს საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ვოლინისა და რივნეს რეგიონებში", - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საავტომობილო და სარკინიგზო ქსელს აქვს საკმარისი კვანძები პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან, ამიტომ ბელორუსიდან რუსეთის შემოჭრამ არ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უკრაინის ლოგისტიკური ხაზები. ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაშინ რუსული ჯარები ბევრად უფრო ძლიერი იყვნენ, ვიდრე ახლა არიან.