კრემლის მედიამ ანტიპუტინისტური ფილმის "ოსკარზე" გამარჯვება არ გააშუქა

რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიებმა "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიის გაშუქებისას არ ახსენეს ანტიპუტინისტური რუსული ფილმი, რომელმაც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჩაშლილად: 16 მარტის ღამეს, ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში რუსულმა ფილმმა, "Mr. Nobody Against Putin" გაიმარჯვა.

  • დოკუმენტური ფილმის სიუჟეტის ცენტრში პროვინციული ქალაქის სკოლის მასწავლებელია, რომლის ყოველდღიურობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იცვლება.

  • სურათი სკოლის მაგალითზე ასახავს იმ ცვლილებებს რუსულ განათლების სისტემაში, რომელიც ომის დაწყების შემდეგ სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას მოჰყვა.
  • როგორც რუსული დამოუკიდებელი გამოცემები წერენ, ფილმის გამარჯვების შესახებ არ ახსენეს კრემლის ისეთმა მედიებმა, როგორებიც არის: Первый Канал, Россия 1, НТВ, ТАСС, Интерфакс.

  • გარდა ამისა, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიის შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა რუსმა პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა, თუმცა რუსეთში გადაღებული ფილმი მის პოსტშიც არ არის ნახსენები.

სიღრმისეულად: ფილმის მთავარი გმირი, მასწავლებელი პაველ ტალანკინი სკოლაში მიმდინარე მოვლენებს კამერით იღებდა და გადაღებულ მასალას ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ბორენსტინს უგზავნიდა.

  • ტალანკინმა და ბორენსტინმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. რეჟისორი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დოკუმენტურ მასალას ეძებდა.

  • ორი წლის განმავლობაში ტალანკინი ბორენსტინს მალულად ვიდეოებს უგზავნიდა.

  • 2024 ტალანკინმა რუსეთი დატოვა.
  • 2025 წელს ტალანკინისა და ბორენსტინის ფილმმა "ოსკარის" გარდა BAFTA-ს და სანდენსის ჯილდოები მიიღო.

მსგავსი სიახლეები