მარტში, NATO ჩრდილოეთის ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

 

2022 წლის მარტში ნატო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. წვრთნები ნორვეგიის ზღვასა და ჩრდიელოთ ნორვეგიაში ჩატარდება. მანევრებში, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც Cold Response 2022 მონაწილეობას 35 000 სამხედრო მიიღებს. 

სწავლებებში ჩაერთვებიან არამხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები, არამედ ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც, მათ შორის შვედეთი და ფინეთი.

ამგვარი ტიპის სწავლებებს ალიანსი ყოველ მეორე წელს მართავს და მისი მიზანია მოამზადოს პარტნიორები შესაძლო საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვისთვის ჩრდილოეთის კლიმატის პირობებში. 

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 2 ავიამზიდიც - ერთი ამერიკული [USS. Harry S. Truman] და ერთი ბრიტანული HMS Prince of Wales.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ალიანსისთვის აუცილებელია გამოიმუშავოს და მოემზადოს არქტიკის პირობებში საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კერძოდ შპიცბერგენის არქიპელაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვეთრად იზრდება რუსეთის სამხედრო კონცენტრაცია. 

ამგვარი მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაანონსება განსაკუთრებით საყურადღებოა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ კი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციის ფონზე. 

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თებერვალში დასავლეთ ბელარუსში უკრაინასა და პოლონეთთან საზღვრის მახლობლად საერთო წვრთნებს ჩაატარებენ რუსეთი და ბელარუსი. 

მსგავსი სიახლეები