მინსკი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს კონტრსანქციებით პასუხობს

"ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას სპეციალური ზომების მიღების შესახებ, დოკუმენტი მიღებულია ქვეყნის უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრძანებით გათვალისწინებულია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის იმპორტი ქვეყნებიდან, რომლებმაც დაუწესეს სანქციები ბელარუსის მოქალაქეებს ან ბელარუსულ კომპანიებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კონკრეტული ქვეყნების, იურიდიული, თუ ფიზიკური პირების ჩამონათვალს ბელარუსის მინისტრთა საბჭოთა შეადგენს. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, ლუკაშენკომ ხმათა 80%-ით გაიმარჯვა, არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო ევროკავშირმა და აშშ-მა. გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირი სანქციები დაუწესა 40-მდე ბელარუსს, რომელიც მონაწილეობდა არჩევნების ფალსიფიკაციასა და საპროტესტო აქციების დარბევაში, ეს იყო სანქციების პირველი პაკეტი. 

სანქციების მეორე პაკეტი ევროკავშირიმა 6 ნოემბერს მიიღო, მაშინ შეზღუდვები პირადად ლუკაშენკოს და მის ვაჟს ვიქტორს შეეხო, რომელიც იმ დროს პრეზიდენტი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ლუკაშენკოს გარემოცვის 13 წევრი. ევროკავშირის მესამე სასანქციო პაკეტი გასული წლის 17 დეკემბერს მიიღო, რომელიც 29 ფიზიკურ პირს და რამდენიმე საწარმოს შეეხო, მათ შორის ისეთებს, რომლებიც იარაღის წარმოებით არიან დაკავებულები. 

უკვე მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი მიიღო, რომელიც 88 ფიზიკურ პირს შეეხო, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ საწარმოები და პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს. ოქტომბერში მინსკმა საპასუხო სანქციების პაკეტი მიიღო, რომლითაც რიგ ევროპელ ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

მსგავსი სიახლეები