მოსკოვში მაკრონის დიპლომატიური მრჩეველი უშაკოვს შეხვდა

ელისეს სასახლის დიპლომატიური განყოფილების მეთაური ემანეულ ბონი მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა.

დეტალურად: ვიზიტის ფარგლებში ბონი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, იური უშაკოვს შეხვდა.

  • დიპლომატების შეხვედრა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრების განახლებას ემსახურება.

  • "განხილვები მიმდინარეობს ტექნიკურ დონეზე, გამჭვირვალობის პირობებში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და საკვანძო ევროპელ პარტნიორებთან შეთახნმებით". - წერია ელისეს სასახლის განცხადებაში.

  • რამდენიმე დღით ადრე ბონი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ჰქონდა შეხვედრა.

დიდი სურათი: პუტინსა და მაკრონს შორის დიალოგი 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შეწყდა.

  • 2025 წლის ივლისში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ირანის თემაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები