ნატო: რუსეთი წყალქვეშა სტრატეგიული კაბელებზე საბოტაჟის მოწყობას გეგმავს

რუსეთმა შესაძლოა წყალქვეშ გამავალი ინტერნეტ კაბელებზე მსხვილმასშტაბიანი საბოტაჟი მოაწყოს. ამ ნაბიჯით კრემლს სურს "დასაჯოს" დასავლელი მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. 

ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს

"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რუსეთი სამიზნეში ამოიღებს წყალქვეშა კაბელებს, ან სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კრემლის მიზანი დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების გართულება და იმ სახელმწიფოების დასჯაა, რომლებიც უკრაინას თავდაცვაში ეხმარებიან",- განაცხადა დევიდ კატლერმა. 

ნატოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ამ კუთხით რუსეთის აქტივობა მკვეთრადაა გაზრდილი, მათ შორის ატლანტის ოკეანაში, ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვაში. 

კონტექსტი 

წყალქვეშა კაბელების და მისლადენების უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში 2022 წლის სექტემბერში მოექცა - როდესაც დანიის წლებში Nord Stream 1-ის გაზსადენზე ჯერ კიდევ გამოუძიებელი აფეთქებები მოხდა. 

შესაძლოა საუბარი იყოს ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებეზე, რომელზეც მსოფლიოში ინტერნეტის ტრაფიკის დაახლოებით 95% მოდის. მსოფლიოში არსებული 400 წყალქვეშა ინტერნეტ კაბელიდან 200 კრიტიკული მნიშვნელობისაა. 

ამ კაბელების გავლით ყოველდღიურად 10 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ ტრანზაქციები ტარდება. დევიდ კეტლერის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული წყალქვეშა დაზვერვის პროგრამა ცდილობს ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის გეოგრაფიის შესწავლას და სუსტი წერტილების გამოკვეთას. 

კეტლერის თქმით, გაზრდილი საფრთხის ფონზე გაიზარდა ნატოს აქტივობაც ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ირგვლივ. 

ცოტა ხნის წინ დანიელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ Nord Stream-ზე მომხდარ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ადგილზე რუსეთის სპეციალური გემები შეამჩნიეს. 

მსგავსი სიახლეები