პატრიარქი კირილი რუს ჯარისკაცებს: გარკვეული აზრით თქვენ წმინდა მოწამეები ხართ

რუსეთის პატრიარქმა კირილმა უკრაინაში მეომარი რუსი ჯარისკაცები წმინდა მოწამეებს შეადარა. ამის შესახებ კირილმა დაჭრილი სამხედროების მონახულების შემდეგ განაცხადა. 

"სიტყვებს გმირი და მოძრაობა ერთი და იგივე ძირი აქვთ - გმირობა იქ არის სადაც არის მოძრაობა, მოძრაობა მხოლოდ წინ, მხოლოდ ზევით. თუ ადამიანი ერთ ადგილას დგას მას წინსვლა არ აქვს, მით უმეტეს, თუ უკან მიდის. მაშინ, როდესაც ადამიანი მოძრაობს, ის იძენს უზარმაზარ სულიერ ძალას და ღმერთიც მას ეხმარება. გარკვეული აზრით თქვენ ყველა მოწამეები ხართ",- ნათქვამია მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. 

გასულ კვირას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო კირილს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. 

კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავდა ევროკავშირიც, თუმცა საბოლოოდ სანქციათა მეექვსე პაკეტში პატრიარქი არ მოხვდა. 

მსგავსი სიახლეები