პერუს პრეზიდენტმა პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა და კომენდანტის საათი დააწესა

პედრო კასტილიომ დაშლილად გამოაცხადა პარლამენტი, რომელიც პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხზე უნდა შეკრებულიყო და მთელ ქვეყანაში კომენდანტის საათი დააწესა. 

ამის შესახებ პერუს პრეზიდენტმა ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. 

"წესდება შემდეგი ზომები: დაშლილად გამოცხადდეს კონგრესი, დაინიშნოს ახალი მთავრობა საგანგებო და გამონაკლისური მდგომარეობის მიზეზით. რაც შეიძლება სწრაფად განისაზღვროს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელსაც მიენიჭება ახალი კონსტიტუციის შემუშავების უფლებამოსილება",- განაცხადა კასტილიომ. 

გარდა ამისა პერუს ბრძანა ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზების ბრძანებაც გასცა. 

კონტექსტი

პერუში უკვე რამდენიმე თვეა მწვავე პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს, პარლამენტმა უკვე ორჯერ სცადა კასტილიოსთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

პარლამენტის წევრები პრეზიდენტის კორუმპირებულ ქმედებაში სდებენ ბრალს, პასუხად კასტილიო ამბობს, რომ მისი არჩევის დღიდან კონგრესის ნაწილის მთავარი პრიორიტეტი მისი თანამდებობიდან გადაყენებაა. 

კასტილიოს მიმართვის შემდეგ, ეროვნული პოლიციის შტაბში საგანგებო თათბირი ჩაინიშნა. პერუს რადიოს ცნობით, პოლიცია და სამხედროები კონგრესის მხარეს გამოდიან. არსებული ინფორმაციით შექმნილ ვითარებასთნ დაკავშირებით განცხადების გავრცელებას აპირებენ სამხედროებიც. 

კასტილიოს მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ თანამდებობიდან გადადგნენ იუსტიციის, განათლების, კულტურის, შრომის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები. კასტილიოს გადაწყვეტილება დაგმო მისმა ვიცე-პრეზიდენტმაც. 

კასტილიოს გადაწყვეტილებას დაშაულებრივი უწოდა პერუს გენერალურმა პროკურატურამ და სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება დაანონსა. პერუს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კასტილიოს გადაწყვეტილებას გადატრიალების მცდელობა უწოდა და პარლამენტს მოუწოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, დინა ბოლუარტე დაენიშნათ. 

კასტილიოს მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს მექრთამეობაში ადანაშაულებენ. ფორმალურად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველად "მუდმივი მორალური ქმედუუნარობა გახდა". ეს ტერმინი პერუს საკონსტიტუციო კანონებშია გაწერილი, თუმცა არ აქვს მკაცრი და კონკრეტული განმარტება. 

2016 წლიდან მოყოლებული პერუში 6 პრეზიდენტი შეიცვალა. 2018 წელს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, პაბლო კუჩინსკი თანამდებობიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე გადადგა. იმპიჩმენტის შედეგად დატოვა პრეზიდენტის პოსტი კუჩინსკის შემცვლელმა, მარტინ ვისკარა.

პედრო კასტილიომ პერუს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 50.1%-ით ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კეიკო ფუხიმორი დაამარცხა.  

მსგავსი სიახლეები