Reuters: ტრამპი მადუროს ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიან ვადას აძლევდა

21 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა ვენესუელის დიქტატორს, ნიკოლას მადუროს ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • გამოცემის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბარში მადურომ გამოხატა მზაობა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ოჯახთან ერთად წასულიყო ქვეყნიდან, თუმცა სანაცვლოდ დაწესებული საქნციების გაუქმებას და სამართლებრივი ამნისტიის გარანტიას ითხოვდა. 

  • საუბარია ახლო გარემოცვის დაახლოებით 100 წევრზე. 

  • წყაროების ცნობით, ტრამპმა არ დააკმაყოფილა მადუროს მოთხოვნა და მას ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა, რომელიც 28 ნოემბერს ამოიწურა. 

  • სწორედ ამ დღეს გამოაცხადა ტრამპმა ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. 

დიდი სურათი: Reuters-ის ცნობით, მადუროს გუნდმა ტრამპთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ითხოვა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს. 

  • გასულ კვირებში გაგრძელდა კარიბის ზღვის აუზში გადაყვანილი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების გაძლიერება. 

კონტექსტი: Financial Times ჯერ კიდევ ოქტომბერში წერდა, რომ ვენესუელის ირგვლივ ამერიკის სამხედრო კონცენტრაციის ზრდის მიზანი მადუროს რეჟიმის დამხობაა. 

 

მსგავსი სიახლეები