პოზიტიური და კონსტრუქციული - რა ვიცით აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრებზე
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა 2-დღიანი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ვითარების არსი: უკრაინული, ამერიკული და რუსული წყაროების ცნობით, შეხვედრებს არ ჩაუვლია უშედეგოდ და მოსალოდნელია, ამ ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელება.
- აბუ-დაბიში შეხვედრები 23 იანვარს დილის საათებში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
- უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და უსაფრთხოებისა და დაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი.
- ამერიკულ დელეგაციას დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი - ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყო სახმელეთო ძალების მდივანი, დენ დრისკოლი.
- რუსულ დელეგაციას გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსი, იგორ კოსტიუკოვი - დელეგაციის თითეული წევრი თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენდა.
ჩაშლილად: უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობდა და მათ შორის მოიცავდა ცალკეულ ჯგუფებს შორის შეხვედრებს.
- უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყებაში.
- "ეს პირველი მსგავსი ფორმატია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამის განხილვა მოვასწარით და რაც მთავარია მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართა"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის მოხსენების შემდეგ.
სტრიქონებს შორის: მოლაპარაკებების მთავარი თემა ტერიტორიები უნდა ყოფილიყო - ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების პარამატრები იყო.
- "ძალიან ვაფასებთ პროცესზე ამერიკული მონიტორინგისა და კონტროლის აუცილებლობის აღქმას"- თქვა ზელენსკიმ - მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები ლიდერების დონეზე განისაზღვრება.
- გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის უკრაინული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები "კონსტრუქციული და პოზიტიური" და სავარაუდოდ ახალი რაუნდი მომდევნო კვირებში გაიმართება.
- მსგავს კომენტარი ჰქონდა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენეს Asociated Press-თან საუბარში.
- რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს წყაროების ცნობით, "შეხვედრებს უშედეგოდ არ ჩაუვლია" და არსებობს მომდევნო კვირას ახალი შეხვედრების ალბათობა.