თეთრ სახლში რუბიოს პოპულარობა იზრდება, მას საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავენ
თეთრ სახლში მარკო რუბიოს პოპულარობა იზრდება, მას სულ უფრო ხშირად განიხილავენ კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Politico დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის ირგვლივ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 2028 წლისთვის რუბიოს კანდიდატურას ანიჭებენ უპირატესობას და ამის მიზეზად რუბიოს ეფექტურ საქმიანობას ასახელებენ.
- მომხრეების აზრით, რუბიომ მოხერხებულად და სკანდალების გარეშე მართავს რთულ და ადმინისტრაციის პრობლემურ სიტუაციებს - "ის ახერხებს შეაზავოს MAGA-ს გზავნილები, მეინსტრიმულ მიდგომებთან."
ჩაშლილად: რუბიოს პოზიციების გაძლიერებაზე მეტყველებს რესპუბლიკური პარტიის მომხრეებში ჩატარებული ბოლო კვლვები, რომელთა მიხედვითაც გასულ წლის 3%-თან შედარებით რუბიოს საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერის მაჩვენებელი 35%-მდეა გაზრდილი.
- ამავე კვლევების ლიდერი კვლავ ჯეი დი ვენსია და Politico-ს წყაროები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი კვლავ რჩება წამყვან კანდიდატად, თუმცა მათივე თქმით, ყველაფერი დონალდ ტრამპის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
კონტექსტი: მარკო რუბიოს პოპულარობის ზრდაზე თებერვალში გამოცემა Axios-ის წერდა.