პრიგოჟინი: ჩვენი დემილიტარიზაციის შედეგად ЗСУ ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა

ევგენი პრიგოჟინის თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები ვერ შესრულდა და საპირისპირო შედეგებით სრულდება. 

ამის შესახებ ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა მორიგ გახმაურებულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"სპეცოპერაცია დავიწყეთ უკრაინის დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის გამო და რა გამოვიდა - უკრაინა, რომლის დენაციფიკაციაზეც ვსაუბრობდით დღეს არის ერი, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. უკრაინა გახდა ქვეყანა, რომლის შესახებაც ყველგან იციან. 

რაც შეეხება დემილიტარიზაციას - თუ კი სპეცოპერაციის დასაწყისში მათ პირობითად 500 ტანკი ყავდათ დღეს 5 ათასი ჰყავთ, თუ კი ომი 20 ათასმა კაცმა იცოდა, დღეს 400 ათასი მეომარი ჰყავთ. შევძელით დემილიტარიზაცია - პირიქით გამოდის. 

ვფიქრობ დღეს უკრაინელები დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა. მათ აქვთ ორგანიზების, მომზადების და დაზვერვის მაღალი ხარისხი. მათ განკარგულებაშია სხვადასხვა შეიარაღება და მეტიც ისინი მუშაობენ ნებისმიერ შეიარაღებასთან იქნება ეს საბჭოთა თუ ნატოს სისტემები ერთნაირი წარმატებით",- განაცხადა პრიგოჟინმა. 

კონტექსტი 

პრიგოჟინისგან ინტერვიუ კონსტანტინ დოლგოვმა აიღო - წარმოშობით ხარკიველი დოლგოვი წლების განმავლობაში უკრაინაში პრო-რუსულ საქმიანობას ეწეოდა. 2014 წელს დოლგოვი მოსკოვში გადაბარგდა სადაც ვლადისლავ სურკოვის მიერ შექმნილ პოლიტ-ტექნოლოგების ჯგუფში შედიოდა. 

სურკოვი წლების განმავლობაში კრემლში უკრაინის საკითხისა და მინსკის შეთანხმებების კურატორი იყო. სურკოვის გათავისუფლების შემდეგ, კონსტანტინ დოლგოვი უკვე სერგეი კირიენკოს გუნდში გადავიდა. კირიენკო კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის კურატორია. 

ბევრი კომენტატორის აზრით, კირიენკოსთან დაახლოებული პერსონის გამოჩენა პრიგოჟინთან ერთად შესაძლოა კირიენკოს და შოიგუს შორის არსებულ კონფლიქტზე მეტყველებდეს, რომლის შესახებაც გასულ დღეებში სხვადასხვა წყაროები წერდნენ. 

მსგავსი სიახლეები