პუტინი: დასავლეთს უკრაინისთვის კარგი არ უნდა, ისინი იმპერიალისტები არიან

თურქმენეთში ვიზიტით მყოფმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრე და განაცხადა, რომ დასავლეთს მხოლოდ საკუთარი მიზნები ადარდებს და უკრაინელი ხალხისთვის კარგი არ სურს. 

"უკრაინელებისთვის ბრძოლის გაგრძელებისკენ მოწოდება და მოლაპარაკებებზე უარის თქმა ამტკიცებს ჩვენს ჰიპოთეზას, რომ დასავლეთის და ნატოს მიზანს უკრაინა, ან უკრაინელი ხალხისთვის სიკეთეთის მოტანა არ წარმოადგენს, მათ მხოლოდ საკუთარი მიზნების დაცვა სურთ...ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების სურვილს ჰეგემონიისა და იმპერიული ზრახვების გამტკიცება წარმოადგენს" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

აშხაბადში გამართულ პრესსკონფერენიციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა საგარეო მტრის ხატის შექმნას, რის ირგვლივაც საკუთარ მოკავშირეებს გააერთიანებდა. 

"ირანი ამისთვის კარგი შესაძლებლობა არ იყო...ჩვენ მათ შესაძლებლობა მივეცით, რომ მთელი მსოფლიო საკუთარი ქვეყნის ირგვლივ გააერთიანონ"- აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სისხლიანი ომის შედმდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვლადიმერ პუტინი საზღვარგარეთ იმყოფება. 

 

მსგავსი სიახლეები