პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრა - რა ვიცით

რუსეთთან ურთიერთობების საკითხში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას შესაძლოა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა შედგეს - ხოლო ამის შემდეგ უკვე სამმხრივი შეხვედრა, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. 

State Of Play: პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ დროის მცირე მონაკვეთში მასალები დროის მცირე მონაკვეთში გამოაქვეყნეს ამერიკული პრესის წამყვანმა გამოცემებმა - ასეთი გეგმის არსებობას ადასტურებენ თეთრი სახლისა და კრემლის პრესსპიკერებიც. 

  • მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებებს "ძალიან პროდუქტიული უწოდა და ჟურნალისტებთან საუბარში დაადუსტურა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პუტინს შეხვდრეს. 


  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება. 

Break It Down: სტივ უიტკოფის რიგით მეხუთე შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან აპრილში გამართული წინა შეხვედრის მსგავსად დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა - ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე 48 საათით ადრე ეწვია. 

  • "მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს! ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, ყველა თანახმაა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და მომდევნო კვირებში სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ"- ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში. 
  • საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა უიტკოფთან გამართულ შეხვედრას "საკმაოდ სასარგებლო და კონსტრუქციული უწოდა" - იური უშაკოვის თქმით, საუბარი შეეხო როგორც "უკრაინულ კრიზისს", ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. 

  • უშაკოვის თქმით, უიტკოფმა შტატებს გარკვეული სიგნალები გადასცა და შებამისი პასუხი მიიღო. 

  • ამერიკულ ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით FOX News წერს, რომ დონალდ ტრამპთან პირადი შეხვედრის მზაობის ინიციატივა უიტკოფთან შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინისგან წამოვიდა. 

  • "ვლადიმირ პუტინმა სტივ უიტკოფს შეატყობინა, რომ ტრამპთან შეხვედრა სურს"- ამბობს ტელეარხის კორესპონდენტი. 

  • პირადი შეხვედრის ორგანიზების სურვილი ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა CNN-ის წყაროების მიხედვითაც. 
  • ამერიკული პრესა, ასევე იტყობინებოდა, რომ ამერიკული მხარის შეფასებით უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა მოსალოდნელზე უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა. 

Big Picture: დონალდ ტრამპის თქმით, უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრის შანსი "საკმაოდ მაღალია" - ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული, მაგრამ ასევე არ გამორიცხა რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. "მეორადი სანქციების" დაწესება. 

  • იური უშაკოვის თქმით, შეხვედრის შესახებ პრინციპული თანხმობა არსებობს და უკვე განსაზღვრულია ადგილიც, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
  • "საორიენტაციო ვადად მომდევნო კვირა განისაზღვრა, თუმცა რთული სათქმელია რამდენი დღე იქნება საჭირო სამიტის მოსამზადებლთაა"- განაცხადა უშაკოვმა ТАСС-თან საუბარში. 

  • უშაკოვმა ასევე დაადუსტურა, რომ შეხვედრის დროს უიტკოფმა ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, ლიდერების სამმხირივი შეხვედრის თემაც წამოწია, თუმცა მოსკოვმა აღნიშნული საკითხი უკომენტაროდ დატოვა. 

  • მოგვიანებით FOX News-თან საუბარში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში დიდი მოცულობის სამუშაო იქნება შესასრულებელი, რათა შეხვედრა შედგეს. 

  • თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ლიდერების სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ამასთანავე ამბობენ, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ იგეგმება სამმხრივი სამიტი, უკრაინელი პრეზიდენტის მონაწილეობით. 

Сontext: ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირადი შეხვედრის საკითხი აქტუალური იყო ამერიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მოყოლებული  - დასავლური პრესა წერდა, რომ შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში შემდგარიყო. 

  • პირადი შეხვედრის საკითხზე ამერიკული მხარე მეტ ღიაობას ავლენდა, ხოლო კრემლში ამბობდნენ, რომ საჭიროა შეხვედრი მომზადება და სამიტი ასე სწრაფად ვერ შედგებოდა. 

  • ვლადიმირ პუტინმა პირადი შეხვედრის ინიციატივა მიმდინარე წლის მაისში, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დროს უარყო - მაშინ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები გამოთქვამდნენ მზაობას პირადად ჩასულიყვნენ სტამბოლში, თუ ვლადიმირ პუტინიც ჩავიდოდა. 

  • New York Times-ის ცნობით, სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო ზარის დროს. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, ნატოს გენერალური მდივანი, შტატების ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და სტივ უიტკოფი. 

  • იმავე СNN-ის წყაროების ცნობით, შეხვედრის ორმხრივი სურვილის მიუხედავად მომდევნო დღეებში მისი ორგანიზება ლოჯისტიკური გამოწვევების გამო რთული იქნება. 

  • ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპმა თავის ადმინისტრაციას "სწრაფად მოქმედების" განკარგულება მისცა, რათა პუტინთან შეხვედრა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შედგეს. 

  • რაც სამიტის ლოკაციას, ყველაზე მაღალი შანსი კვლავ სტამბოლს აქვს - რეჯეფ თაიპ ერდოღანმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე. 

  • გასულ თვეებში დასავლური პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ან საუდის არაბეთში შემდგარიყო. 

Go Deeper: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს დიდი ოცეული სამიტის ფარგლებში, იაპონურ ოსაკაში შეხვდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები