რუსეთს უკრაინის საზღვრებთან "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსები გადააქვს

რუსეთს უკრაინის საზღვართან 14 სამხედრო ქვედანაყოფი და ისკანდერის სარაკეტო სისტემები გადააქვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Janus ავრცელებს. 

სამხედრო ნაწილების პერედისლოკაციაში რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის დანაყოფები მონაწილეობენ. უკრაინის საზღვრისკენ მიემართება ტანკები, საბრძოლო მანქანები, ზალპური ცეცხლის მოწყობილობა ურაგანი. ამავე წყაროს ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქში უკვე ჩაიტანეს ისკანდერის სარაკეტო სისტემები, მაღალი ალბათობით სარაკეტო სისტემები ვორონეჟში სვერდლოვსკის რაიონიდან ჩაიტანეს. 

სააგენტოში ადასტურებენ, რომ ვორონეჟის სამხრეთით მოწყობილია დროებითი პოლიგონი, რომელიც აღჭურვილია შორი კავშირის სისტემებით და საველე ჰოსპტალით. რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებული მობილიზება შეინიშნება ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში. Janus-ის მკვლევარების თქმით, მიმდინარე მობილიზაცია ყველაზე მასშტაბურია 2015 წლის შემდეგ. 

ამასთანავე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამხედრო ნაწილების გადაადგილება ჯერჯერობით არ ატარებს თავდასხმით ხასიათს, თუმცა მობილაზიციის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში ეს შეიძლება მარტივად შეიცვალოს. 

ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება სისტემატურად იძაბება, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. 

გუშინ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა [CIT] უკრაინის საზღვართან ახლოს მოწყობილი სამხედრო პოლიგონი და სამხედრო ბანაკი აღმოაჩინა

გუშინვე, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს

8 აპრილს, სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა

უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მსგავსი სიახლეები