რუსეთში "ანკორიჯის იმპულსის" ამოწურვის შესახებ განაცხადეს

რუსეთში განაცხადეს, რომ ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგად მიღწეული დადებითი იმპულსი პრაქტიკულად ამოიწურა - ამაში კი ევროპა დაადანაშაულეს.

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

  • „სამწუხაროდ, გვიწევს კონსტატირება, რომ ანკორიჯის მძლავრი იმპულსი შეთანხმების სასარგებლოდ - ჩვენი მოწინააღმდეგეების და ომის ბოლო უკრაინელამდე გაგრძელების მომხრეების ძალისხმევის შედეგად - პრაქტიკულად ამოწურულია“ - აცხადებს რიაბკოვი.

ჩაშლილად: ლავროვის მოადგილე გამოეხმაურა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო გადაცემას და აღნიშნა, რომ ეს ხარისხობრივად შეცვლის ვითარებას.

  • „ამ სისტემების გამოყენება მხოლოდ ამერიკელი სამხედრო პერსონალის უშუალო მონაწილეობით არის შესაძლებელი. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკელ სამხედროებს, ცივად, ჯანსაღად და პასუხისმგებლიანად მოეკიდონ მთელ სიტუაციას“ - განაცხადა რიაბკოვმა.
  • ლავროვის მოადგილის თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია პასუხი ვლადიმირ პუტინის შეთავაზებაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღებების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას ეხებოდა.

  • „ჩვენ მათ ხელი გავუწოდეთ. თუ მათთვის ეს უინტერესოა - ჩვენ ამის გარეშეც გავალთ ფონს“ - თქვა რიაბკოვმა.

კონტექსტი: მისი თქმით, ამ დროისთვის რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ პატიმრების გაცვლის საკითხზე მიმდინარეობს - „ახალი დიდი შეთანხმების“ მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.

სიღრმისეულად: შემოტრიალება თუ გასვლა - როგორ გავიგოთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთის მიმართ

 

მსგავსი სიახლეები