ტიმოთი სნაიდერმა ირანული დრონების "დამჭერებისთვის" თანხის შეგროვება დაიწყო

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი, United24 ფონდების მოზიდვის პლატფორმის ელჩი გახდა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2 ნოემბერს ფეისბუქზე განაცხადა.

სნაიდერმა დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყო. ოქტომბერში, უკრაინელებმა, სამი ასეთი სისტემისთვის, 150 მილიონი გრივნა შეაგროვეს.

"ტიმოთი სნაიდერი ჩვენი სახელმწიფოს დიდი მეგობარია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

"თავის წიგნებში ის მთელ მსოფლიოს უყვება უკრაინის მნიშვნელობაზე, ჩვენს ნამდვილ ისტორიასა და ჭეშმარიტ ღირებულებებს. გმადლობთ, რომ ახლა უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, არა მხოლოდ ჩვენი ბრძოლის მიზეზებსა და პირობებს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათ, რომ ჩვენ დაგვეხმარონ".

უკრაინის პრეზიდენტი ტიმოთი სნაიდერს უკრაინაში, გასულ სექტემბერს შეხვდა. ზელენსკი მას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისა და პარიზში 2019 წელს ნორმანდიის ფორმატის სამიტის შესახებ ესაუბრა.

"ამერიკელი ისტორიკოსი გეგმავს, გამოიყენოს ჩვენი საუბრის ფრაგმენტები თავის მომავალ წიგნში", - განაცხადა ზელენსკიმ საუბრის შემდეგ.

United24 ფონდების მოზიდვის პლატფორმაა. თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე იგზავნება, შემდეგ კი შესაბამის სამინისტროებში იგზავნება. პლატფორმა თანხებს სამი მიმართულებით აგროვებს: თავდაცვა და განაღმვა, მედიცინა, დანგრეული დასახლებების აღდგენა.

მსგავსი სიახლეები