უკრაინა: გუშინ 250 რუსი სამხედრო გავანადგურეთ

უკრაინის წინააღმდეგ ომში 19 ივნისის დილის მდგომარეობით 33 600 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე იტყობინება. 

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 250-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.

რუსეთის სხვა დანაკარგები იყო:

  • ტანკები - 1468 (+3);
  • ჯავშანტექნიკა - 3577 (+4);
  • საარტილერიო სისტემები - 745 (+6);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 235 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98;
  • თვითმფრინავები - 216;
  • ვერტმფრენები - 181 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 598 (+4);
  • ფრთოსანი რაკეტები - 130 (+1);
  • გემები / ნავები - 14;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2523 (+10);
  • სპეციალური ტექნიკა - 55.

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები