უკრაინა: რუსები ბახმუტისა და ავდეევკაზე შეტევას ცდილობენ

რუსი ოკუპანტები ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით შეტევისთვის ძალების კონცენტრაციას ახდენენ. ამის შესახებ 6 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

"დონეცკის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებებზე. ის გვიტევს სახმელეთო ძალებით და არმიის ავიაციით", - ნათქვამია მოხსენებაში.

ბახმუტის მიმართულებით დამპყრობლებმა ტანკებით, ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით დაბომბეს ბახმუტსკოეს, ტორეცკის, ბელოგოროვკას, კრასნოპოლოვკას, პივნიჩნოიეს და ვერშინას დასახლებები. ზაიცევო, სოლედარი, ბახმუტი და ბერესტოვოე მტერმა საჰაერო ძალებით დაბომბა.

დამპყრობელთა შეტევა იაკოვლევკას და ზაიცევოს მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა, მტერმა უკან დაიხია.

პარალელურად, დამპყრობლები მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება.

რუსებმა საჰაერო დარტყმები დაიწყეს ნოვოგრადსკოეს, პავლოვკასა და პრეჩისტოვკას მახლობლად, ასევე წარუმატებლად უტევდნენს ლოზოვოიე - ნეველსკოეს მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები