უკრაინამ დატყვევებული რუსი ჯარისკაცების სიები გამოაქვეყნა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ზე რუსული არმიის სამხედრო ტყვეების სია გამოაქვეყნა.
"კიდევ ბევრი ასეთი სია იქნება, მათ შორის, დაღუპული ოკუპანტი ჯარისკაცების სია. თქვენ იცით, ვინ არის ამაში დამნაშავე - პუტინი! რუსეთის დედებო, მობრძანდით კიევში და წაიყვანეთ თქვენი შვილები." - წერს ის.
2 მარტს გერაშჩეკომ აღნიშნა, რომ ტყვეებს დედებს იმ შემთხვევაში გადასცემენ, თუ ისინი კიევში ჩავლენ.
გერაშენკომ შესაბამისი ცხელი ხაზის ნომრებიც გამოაქვეყნა, რომლითაც რუსი დედები უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებას შეძლებენ.