იაპონიამ შეცვალა კანონმდებლობა და აშშ-ს Patriot-ის რაკეტებს გადასცემს

იაპონიამ გაამარტივა იარაღის ექსპორტის წესები, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, აშშ-ს გადასცეს Patriot-ის სისტემის რაკეტები. 

სავარაუდოდ, იაპონიის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით მეტ მოქნილობას მისცემს. 

იაპონია ფლობს Patriot-ის მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის საექსპორტო ლიცენზიას, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები იწარმოება. 

იარაღის ექსპორტის ძველი კანონმდებლობა კრძალვდა ნებისმიერი ლეტალური შეიარაღების ექსპორტს.

ცვლილებების მიხედვით, იაპონიას შეეძლება ისეთი თავდაცვითი შეიარაღების ექსპორტი, რომელიც უცხოური ლიცენზიებით იწარმოება პატენტის მფლობელ სახელმწიფოებში. 

იაპონური რაკეტების საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და იაპონიის პრემიერის, ფუმიო კისიდას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. იაპონიისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრა აგვისტოში, კემპ-დევიდის რეზიდენციაში გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები