უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების პროცესს რუბიო უხელმძღვანელებს

უახლოეს დღეებში უკრაინელი, ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტზე დეტალურ მუშაობას დაიწყებენ - პროცესს მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს - დელეგაციების პრიორიტეტი უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების შემუშავება იქნება.
- წყაროების ცნობით, უკვე შემუშავებულია ამერიკულ-ევროპული კომისია, რომელმაც კონკრეტული წინადადებები უნდა შეიმუშავოს.
- კომისიას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინა და ევროპული სახელმწიფოები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებით იქნებიან წარმოდგენილები.
- "მომდევნო დღეებში, მზის ამოსვლიდან დაღამებამდე ყველა ჩვენგანი უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს, შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს მკაფიო არქიტექტურა მივიღოთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
Big Picture: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვაშინგტონში გამართული მრავალმხირივი შეხვედრის მთავარი თემა გახდა - გასულ დღეებში ამერიკელმა პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა საჯარო მზაობა ჩართოს ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
- ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა გამორიცხა ამერიკული ჯარების გაგზავნა და მიანიშნა, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა მისიის საჰაერო და ლოჯისტიკური მხარდაჭერით იქნება შემოფარგლული.
Context: Bloomberg-ის ცნობით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო დანაყოფების გაგზავნისთვის ათამდე ქვეყანაა მზად, მათ შორის არიან: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გერმანია.
- დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართული შეხვედრის დროს დათანმხდა.
Zoom In: ანკორიჯში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა მართლაც განაცხადა, რომ პრინიციპულად ეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებას, თუმცა წყაროების ცნობით, პუტინი ამ კონტექსტში ჩინეთის მონაწილეობაზე საუბრობდა.
- რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის სერგეი ლავროვი და დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადეს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგება უკრაინაში კატეგორიულად მიუღებელია.