უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღით დატვირთული თვითმფრინავი საბერძნეთში ჩამოვარდა

16 ივლისს, გვიან ღამით, ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც სერბეთიდან უკრაინაში იარაღი გადაჰქონდა. ამის შესახებ საიტი Rua.gr იტყობინება.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის პილოტმა უბედური შემთხვევის სიგნალი მისცა და ალექსანდრე დიდის აეროპორტში დაშვება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

ჟურნალისტმა ბაბაკ ტუგუეიმ Twitter-ზე ბოლო წამებში თვითმფრინავის ფრენის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი იწვის და უკვე მიწაზე ფეთქდება.

ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ ეს იყო უკრაინული ავიაკომპანია Meridian Ltd-ს თვითმფრინავი An-12, რომელიც სერბეთის ქალაქ ნიშიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიემართებოდა.

მსგავსი სიახლეები