უშაკოვმა პუტინის, უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრის დეტალები გაამხილა
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ვლადიმირ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა.
ჩაშლილად: უშაკოვმა აღნიშნა, რომ მხარეები მოლაპარაკებების შინაარს ამ ეტაპზე არ გაასაჯაროებენ, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაამხილა:
- პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი აშშ-ს სამშვიდობო გეგმის რაღაც პუნქტებს ეთანხმება, ხოლო გარკვეული პუნქტები რუსეთისთვის მიუღებელია.
- თავდაპირველი 27-პუნქტიანი გეგმის გარდა, რუსულმა მხარემ მიიღო კიდევ ოთხი საბუთი.
- კომპრომისული ვარიანტი ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის, მაგრამ ამერიკული გეგმის განხილვის გაგრძელებას აქვს აზრი.
- შეხვედრამ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე საუბრის შესაძლებლობა გააჩინა.
- მხარეებმა უკრაინის საკითხზე მომავლში ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
- აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პუტინს ტრამპისგან საუკეთესო სურვილები და სალამი შეუთვალეს.
- პუტინმა უიტკოფს სთხოვა ტრამპს "რამდენიმე პოლიტიკური სიგნალი" და მოკითხვა გადასცეს.
- ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პროგრესს მიაღწევენ დარეგულირების გზაზე მხარეები.