WaPo: თანაშემწმეები პუტინს მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ აფრთხილებენ
რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ ვლადიმირ პუტინს მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ, რომელიც მათი აზრით შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვლინდეს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, რუსი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ბიუჯეტის კლებადი შემოსავლები მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის გარეშე კიდევ უფრო გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს.
- პარალელურად, მაღალი საბაზისო განაკვეთების გამო იზრდება წნეხი საბანკო სექტორზე, რომელსაც უწევს მზარდი კორპორატიული კრედიტების გაცემა, რაც თავის მხრივ უკრაინაში ომის საჭიროებებით არის განპირობებული.
ჩაშლილად: გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ ინფლაცია უკონტროლო ხდება და ბევრად აღემატება ცენტრალური ბანკის მიერ გამოცხადებულ მაჩვენებელს (6%).
- ეკონომიკაში მზარდი პრობლემის კიდევ ერთ წინაპირობად წყარო მოსკოვში რესტორნების მასობრივ დახურვაზე მიუთითებს, რასაც სერვისის სფეროში დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.
სტრიქონებს შორის: ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის მაღალჩინოსნები ნავთობის ექსპორტის კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ დაგეგმილი ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებისთვის ნესბიმიერი მომსახურების აკრძალვას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაართულებს ენერგეტიკული სექტორის მდგომარეობას.
- ექსპერტების ცნობით, რუსეთის ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე ნავთობის საზღვაო გადაზიდვებში შექმნილი პრობლემების მიმართ.
- გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ექსპერტი, იანის კლიუგე ამბობს, რომ საზღვაო გადაზიდვები "რუსეთის აქილევსის ქუსლია."
- რუსეთის ეკონომიკური მოწყვლადობაზე საუბრობს Bank Of America-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კრეიგ კენედიც.
კონტექსტი: წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი რუსეთში განახევრდა და 360 მილიარდი რუბლი შეადგინა.
- რუსეთის ეკონომიკაში არსებულ "ფარული კრიზისის" შესახებ არის საუბარი კრემლთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც.
- ცენტრის ანალიზის მიხედვით, ფორმალური ნიშნების მიხედვით რუსეთში უკვე დაიწყო საბანკო კრიზისი და არსებობს მეანებრეების გაქცევის მზარდი შანსი.
- ამავე ანგარიშის მიხედვით, კრიზისი ჯერჯერობით მისი ფარული ხასიათის გამო არ ვლინდება, თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებში პრობლემის ზრდის ფონზე სრული ძალით იფეთქებს.