ზელენსკიმ ხელი მოაწერა მობილიზაციის ახალ კანონს

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მობილიზაციის ახალ კანონს, რომლის განხილვაც თითქმის 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელშიც 4 ათასამდე ცვლილება შეიტანეს. 

კანონპროექტი, რომელიც მობილიზაციის ცალკეული საკითხების რეგულირებას და სამხედრო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. 

ახალ კანონს მხარი დაუჭირა 283-მა დეპუტატმა. 

პირველადი ვერსიისგან მიღებული პროექტის მთავარი განსხვავება დემობილიზაციის კონკრეტული ვადების შესახებ დაწესებული ვადების გაუქმებაა. 

ცალკეული კანონპროექტით დადგინდა მობილიზაციის ახალი ასაკი და 27-ის ნაცვლად 25 წლით განისაზღვრა. 

მასალა განახლებადია....

მსგავსი სიახლეები