FT: ევროკავშირი აპირებს გაყინული რუსული აქტივების ნაწილი უკრაინას გადასცეს

ბრიუსელი მუშაობს ახალ მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი უკრაინის საბიუჯეტო დახმარებას და შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება — აქამდე ევროკავშირი უკრაინას გაყინულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელით ეხმარებოდა.

აპარატის უფროსმა აღიარა, რომ ბოლო წლებში ბაიდენის კოგნიტური უნარები გაუარესდა

ზიენტსის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნების წრიდან, რომელმაც აღიარა, რომ ჯო ბაიდენის კოგნიტური უნარები დროსთან ერთად დაქვეითდა.

Reuters: ტრამპი მადუროს ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიან ვადას აძლევდა

გამოცემის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბარში მადურომ გამოხატა მზაობა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ოჯახთან ერთად წასულიყო ქვეყნიდან, თუმცა სანაცვლოდ დაწესებული საქნციების გაუქმებას და სამართლებრივი ამნისტიის გარანტიას ითხოვდა.

რეგიონში სამხედრო კონცენტრაციის ზრდით ტრამპი აძლიერებს წნეხს მადუროს რეჟიმზე

ასულ კვირებში რეგიონში ახალი საავიაციო და საზღვაო ძალების გადასროლის ფონზე, ტელეარხი ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განსახილველ ვარიანტებს შორის წერტილოვანი საჰაერო დარტყმებიც არის.

უშაკოვი: პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ სტამბოლში დელეგაციების დონის გაზრდაზე

ამგვარად უშაკოვმა დაადასტურა, დონალდ ტრამპთან საუბრის ფაქტი - დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის პარალელურად დაურეკა.