იანვრის აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ ირანში პირველი სტუდენტური პროტესტებია
გასული იანვრის მასშტაბური საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ ირანში პირველი სტუდენტური საპროტესტო აქციები გაიმართა.
ვითარების არსი: დასავლური პრესის მიერ ვერიფიცრებულ კადრებზე ჩანს ქვეყნის უმსხვილესი უნივერსიტეტების კამპუსებში მიმდინარე საპროტესტო შეკრებები, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.
- სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართა თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელშიც ახალი სასწავლო სემესტრი გასულ კვირას დაიწყო.
- ასევე, გავრცელდა მჯდომარე გაფიცვის კადრები თეირანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შაჰიდ ბეჰეშთისა და ამირ აქბარის საუნივერსიტეტო კამპუსებში.
- საპროტესტო შეკრება გაიმართა ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილეს ქალაქ, მეშჰედის უნივერსიტეტში.
ჩაშლილად: გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დემონსტრანტების სკანდირებენ - "სიკვდილი დიქტატორს" და "თავისუფლება", ასევე ისმის მონარქისტული და საპროტესტო აქციის გაგრძელების მოწოდებები.
- თეირანში გადაღებულ კადრებში, ასევე ჩანს კონტრ-აქციაც, რომლის მონაწილეებს მხარს უჭერენ ისლამურ რესპუბლიკას.
- ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირება ჰქონდა ისლამური რესპუბლიკის ძალოვან უწყებებს.
კონტექსტი: პარალელურად, რეგიონში ყოველდღიურად იზრდება ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის კონცენტრაცია.
- Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ამ მასშტაბის ამერიკული სამხედრო ძალა ბოლოს ერაყის ინტერვანციამდე იმყოფებოდა.
- გასულ დღეებში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს გადაწყვეტილების მისაღებად 10-14 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ცუდი რამეები მოხდება."