მაკრონის ყოფილმა პრემიერმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო
ედუარ ფილიპი, რომელიც მაკრონის პირველ ვადაში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, აქტიურ საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს.
ვითარების არსი: ედუარ ფილიპი, პარტია "ჰორიზონტების" ლიდერი, საკუთარ თავს არჩევნების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად წარმოაჩენს, რასაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებენ.
- იგი ცდილობს, რომ მემარჯვენეები და ცენტრისტები გააერთიანოს;
- საკუთარი თავი ამომრჩეველს მაკრონის არა პირდაპირ გაგრძელებად, არამედ სისტემურ ალტერნატივად დაანახოს;
- ფილიპი უპირატესობად გამოცდილებას და პირადი რეპუტაციას იყენებს, რომელიც პრაგმატული პოლიტიკოსისა და ეფექტური ტექნოკრატის ნიადაგზეა დაფუძნებული;
დიდი სურათი: 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ემანუელ მაკრონი კენჭს ვეღარ იყრის, რადგანაც საფრანგეთის პრეზიდენტობა ორი ვადით იზღუდება.
- ამ მომენტში, ყველაზე პოპულარულ კანდიდატად ჯორდან ბარდელა მიიჩნევა, რომელიც მარინ ლე პენის პარტიის - "ეროვნული გაერთიანების" პრეზიდენტია;
- თავად მარინ ლე პენს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება, რადგანაც პარიზის სასამართლომ ფულის უკანონო გამოყენებაში დამნაშავედ მიიჩნია და თანამდებობის დაკავება აუკრძალა;
სტრიქონებს შორის: ედუარ ფილიპის პარტია დღემდე საპრეზიდენტო კოალიციის წევრია. მისი მთავარი გამოწვევა, მემარჯვენე და ცენტრისტული ფლანგიდან, მთავარ კანდიდატად გამოკვეთაა.
- ედუარ ფილიპის მთავარ კონკურენტად გაბრიელ ატალი, მაკრონის პარტია "რენესანსის" თავმჯდომარე მიიჩნევა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. მისი სურვილიც მსგავსია, გახდეს მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ხმა, რომელიც მეორე ტურში წარმატებით გაიმარჯვებს;
- გარდა ამისა, მნიშველოვანი იქნება, 'რესპუბლიკელების" პოზიციაც, რომლის თავმჯდომარე ბრუნო რეტაიომ, საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად უკვე დაასახელა;
- საზოგადოებრივი აზრის კველვების თანახმად, მეორე ტურში ჯორდან ბარდელას დამარცხების საუკეთესო შანსი ედუარ ფილიპს აქვს, თუმცა, მასთან ჩამორჩენა ბოლო პერიოდში გაბრიელ ატალმა შეამცირა.
რას უნდა ველოდოთ: ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ ვინ იქნება მემარჯვენე-ცენტრისტული ბანაკიდან მარინ ლე პენის პარტიის მთავარი კონკურენტი. ფილიპი შეეცდება, რომ პოზიტიური კამპანია აწარმოოს, რომელიც გადასახადების შემცირებაზე, ეფექტურ ფისკალურ პოლიტიკასა და დანაშაულის შემცირებაზე იქნება აგებული.