უკრაინა რუსულ Z-არხებს მასობრივად ყიდულობს - რუსეთის საგარეო დაზვერვა

დაზვერვის მტკიცებით, უკრაინამ რუსული სამხედრო და პატრიოტული არხების „შესყიდვის კამპანია“ აპრილის ბოლოს დაიწყო

გერმანელი გენერალი: რუსეთი ნატოს შესაძლოა 2029 წლამდე დაესხას თავს

The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა გააუქმა გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსების გეგმა.

"ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა"- რუბიო

კითხვაზე რამდენად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ჩინეთის თავდასხმას ტაივანზე რუბიო პასუხობს, რომ მისი აზრით პეკინისთვის პრიორიტეტული "მშვიდობიანი გაერთიანებაა."

"ფუნდამენტური ცვლილებები"- CIA-ის დირექტორმა კუბაზე მოლაპარაკებები გამართა

ჰავანაში რეტკლიფი შეხვდა კუნძულის 94 წლის დე-ფაქტო მმართველის, რაულ კასტროს შვილიშვილს, "რაულიტოს", ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს, ლაზარო ალვარეზს და დაზვერვის სამსახურის უფროსს.

"ჩრდილოვანი ფლოტის" გემები გაერთიანებული სამეფოს წყლებში შეუფერხებლად შედიან - BBC

BBC Verify-ის ანალიზის მიხედვით, მუქარის შემდეგ ბრიტანეთის წყლებში სანქცირებულმა გემებმა 238 რეისი შეასრულეს

რუბიო: უკრაინა ევროპის უძლიერესი არმიაა, რუსეთი 5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის ევროპის უძლიერესი არმიაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ შორის იმ დახმარების გამოც, რომელიც მიიღეს, მაგრამ ასევე საბრძოლო გამოცდილების გამოც"- განაცხადა რუბიომ.

სი ძინფინგი: ჩინეთის 'დიდი რენესანსი' და MAGA შეიძლება გვერდიგვერდ არსებობდეს

ტრამპისადმი მიმართულ სადღეგრძელოში ჩინეთის ლიდერმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობას მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა

ВЦИОМ-ის მონაცემებით რუსეთში ბედნიერების მაჩვენებელი 15-წლის მინიმუმზეა

ანალიტიკური ცენტრის უფროსი ინტერვიუებში ამბობდა, რომ ბედნიერების ინდექსზე ყველაზე დიდ გავლენას ეკონომიკური კრიზისი ახდენს.

350 ათასზე მეტი დაღუპული: Mediazona/Meduza რუსეთის დანაკარგების შეფასებას აქვეყნებენ

ეს მაჩვენებელი ზრდის იმის ალბათობას, რომ რუსული და უკრაინული მხარეების ჯამური დანაკარგი ნახევარ მილიონამდე სამხედროს შეადგენს