7-თვიანი პაუზის შემდეგ, კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

7-თვიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ცოტა ხნით ადრე, კონგრესმა მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ. 

სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად დახმარების ჯამური მოცულობა უცვლელია და კვლავ 61 მილიარდ დოლარს შეადგენს
 
თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი  - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის. 
 

კონტექსტი 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ტაივანის, უკრაინისა და ისრაელის დახმარების აქტი სენატმა, ჯერ კიდევ თებერვალში დაამტკიცა, თუმცა პაკეტის მიღება ამ დრომდე იზოლაციონისტი რესპუბლიკელების პოზიციის გამო გაჭიანურდა. 
 
ტრამპისტული ბანაკის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ თეთრი სახლისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ, თუმცა კომპრომისის მიუხედავად კონსენსუსი ამ დრომდე ვერ შედგა. 
 
წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ამჯერად უკრაინის დახმარების პაკეტი გრძელვადიანი კრედიტების სახეს იღებს, რომელთა უზრუნველსაყოფად რუსეთის გაყინული აქტივები იქნება გამოყენებული.
 
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან აშშ-მ უკრაინას ჯამურად 75 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ამერიკა უკრაინას უმსხვილესი დონორი სახელმწიფოა. 
 
ცოტა ხნის წინ PBS-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინას ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. 
 
ვრცლად თემაზე გადადით ბმულზე- https://tinyurl.com/33s2j6c8
 

მსგავსი სიახლეები