"აშშ-ს დახმარების გარეშე გამარჯვების შანსი არ გვაქვს" - ზელენსკის ინტერვიუ PBS-სთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, PBS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

პრეზიდენტის ამბობს, რომ უკრაინას არ აქვს საჭირო რაოდენობის შეიარაღება, რათა რუსეთის წინსვლას წინააღმდეგობა წარმატებით გაუწიოს. ასეთ პირობებში, ოკუპანტები, უკრაინელი მებრძოლების პოზიციებიდან უკან დახევას ყოველდღე შეძლებენ.

“გულწრფელად ვამბობ - დასავლური და, განსაკუთრებით, ამერიკული დახმარების გარეშე, გამარჯვების შანსი არ გაგვაჩნია. საჭიროა მტერზე გაცილებით ძლიერი იყო - ამას ვამბობ მე. დღეისათვის, საარტილერიო ჭურვების თანაფარდობა 1x10-თან არის რუსების სასარგებლოდ. შევძლებთ ამ პირობებში გაძლებას? - ვერა. თვითმფრინავების თანაფარდობა 1x30-თან რუსეთის სასარგებლოდ. როგორ შეიძლება იომო? ჩვენ განსაკუთრებულ იარაღს ხომ არ ვითხოვთ ან არავინ ითხოვს 300 და 500 თვითმფრინავის მოცემას, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე, 300 თვითმფრინავს იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სტატისტიკის გათვალისწინებით, რუსეთის ჯარები ყოველდღიურად უკან წაგვწევენ” - ამბობს პრეზიდენტი.

ზელენსკის მიხედვით, იმ ტერიტორიების დაცვა, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მოითხოვს რუსებთან საარტილერიო ჭურვების რაოდენობაში გათანაბრებას.

 “როგორ გავანადგუროთ მტერი? გეგმა ძალიან მარტივია. ის გასაგებია. ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომელიც საჭიროა წინ წასაწევად. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომ დავიცვათ ცა და არსებობს კონკრეტული იარაღი ცის გასახსნელად, რათა ჩვენმა სამხედროებმა წინ წაიწიონ. გეგმა არსებობს მეტიც - ჩვენ ყველა პარტნიორს ის ხელებში აქვთ” - განაცხადა პრეზიდენტმა.

საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის რაკეტების დეფიციტმა, უკრაინას ხელი შეუშალა მოეგერიებინა რუსეთის საჰაერო იერიში წინა კვირას, რის შედეგადაც, კიევის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა.

“რუსეთის მხრიდან ნასროლი 11 რაკეტიდან, პირველი 7 გავანადგურეთ და 4 მოხვდა ტრიპილიას. რატომ? იმიტომ, რომ ნული ანტისაჰაერო რაკეტა გვქონდა. ჩვენ აღარ გვქონდა რაკეტები ტრიპოლიის დასაცავად" - განაცხადა ზელენსკის ინტერვიუში.

მხოლოდ მიმდინარე კვირაში, უკრაინამ, 7 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი დაკარგა. რუსეთის განცხადებით, საჰაერო იერიშები მიზნად ისახავს უკრაინის ბრძოლისუნარიანობის პარალიზებასა და, ასევე, ის წარმოადგენს პასუხს რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო კამპანიაზე. პრეზიდენტის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ალექსანდრ სირსკის მიხედვით, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო, ნაცვლად მთელი ქვეყნის დაცვისა, სექტორების პრიორიტეტიზაცია უწევთ.

ორშაბათს, პრეზიდენტმა, თავის ვიდეო მიმართვაში, მორიგ ჯერზე ისაუბრა საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზე, რათა უკრაინამ შეძლოს ქალაქებისა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურების დაცვა. მან კიევის მოკავშირეებს მოსთხოვა იგივე სახის ერთიანობა და დახმარება, რაც მათ აჩვენეს ირანს, ისრაელის წინააღმდეგ კომბინირებული საჰაერო იერიშის დროს.

“ისრაელი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის… და არავინ იყო ჩათრეული ომში. მათ (დასავლეთმა) უბრალოდ დაეხმარეს სიცოცხლეების შენარჩუნებაში. შაჰედები (კამიკაძე-დრონები) ცაში ზუსტად იგივე ხმას გამოსცემენ, როგორსაც ახლო აღმოსავლეთში. ბალისტიკური რაკეტების აფეთქებები კი, ყველგან ერთნაირია.”

რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარებაც მიმოიხილა. მისი თქმით, არის 3 მიმართულება, რომლებზეც, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე დიდი პრობლემას აწყდებიან - ქალაქები ჩასივ-იარი, პაკროვსკი და კუპიანსკი.

“მსგავსი ცხელი ომის დროს, ვითარება ფრონტზე ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში დონეცკის მიმართულებით უფრო დამძიმდა",- განაცხადა ზელენსკიმ.

ქალაქი ჩასივ-იარი ის მიმართულებაა, რაზეც, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირკსიც საუბრობდა. მისი განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ქალაქის აღება, 9 მაისამდე დაევალათ.

უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზე, ცოტა ხნით ადრე, შავის ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც ისაუბრა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ყოყმანობენ დამატებითი საჰაერო თავდაცვის კომპლექსების გამოგზავნაზე კიევისთვის, მაშინ, როდესაც, მთელი ქვეყნის საჰაერო სივრცის ეფექტურად დასაცავად, უკრაინას, მხოლოდ 26 პატრიოტის სისტემა ჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები