ამერიკულმა კომპანიამ უკრაინას 100 სადაზვერვო დრონი უფასოდ გადასცა

კამიკაძე დრონების (Switchblade) მწარმოებელი ამერიკული კომპანია AeroVironment უკრაინას 100 სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიამ 19 აპრილს განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინას Quantix Recon მიეწოდება.

AeroVironment-ის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში ამ კვირაში გაიგზავნება და ამას მომავალში სხვა დახმარებაც მოჰყვება. გარდა ამისა, უკრაინელი ოპერატორებისთვის ოპერატიული სწავლების სერვისი უფასო იქნება.

როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, Quantix Recon არის მძლავრი და ადვილად გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ავტომატურ დაზვერვას და მონაცემთა შეგროვებას ხელით მართვის გარეშე. რუკებისა და დაზვერვის ამოცანები გამარტივებულია სრულად ავტომატიზებულია აფრენის, ფრენისა და დაფრენის ფუნქციებით.

Quantix Recon ზუსტ და განახლებულ რუკებს სთავაზობს სამხედროებს და ჩაშენებული დამუშავების სისტემა გადასცემს მაღალი გარჩევადობის გეორეგრაფიულ სურათებს მომხმარებლის ტაბლეტს.  

მსგავსი სიახლეები