Amnesty International: ეს არის სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიება

 

მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანას, ადამიანების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია - Amnesty International გამოეხმაურა.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირაში) ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მუქარის ქვეშ.

შელახეს მისი ღირსება, პირადი ცხოვრებისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უფლება. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალია, არამედ, როგორც ჩანს, პოლიტიკური შურისძიებაც" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები