მაკფოლი: ბაიდენმა და მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან სააკაშვილის სიკვდილი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ერთად უნდა კოორდინირდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით. 

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ მაკფოლი Washington Post-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში წერს

მაკფოლის თქმით, აშშ-მა და მოკავშირეები უკრაინის დახმარებაზე ფოკუსის მიუხედავად არ უნდა დაივიწყონ სხვა ქვეყნები, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ანტი-დემოკრატიულ დესტაბილიზაციას ცდილობს და მათ შორის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოც. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ახლო კოორდინაციაში უნდა გააკეთონ ყველაფერი შესაძლებლობების ფარგლებში სააკაშვილის გადასარჩენად. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა უნდა მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს სააკაშვილი და საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღოს. აღნიშნული მოთხოვნით რეზულუცია უკვე მიიღო ევროპის საბჭომ, ამავე რეზოლუციით სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის აღიარებული. 

სააკაშვილის სიკვდილი იქნება გამარჯვება პუტინისთვის და დიდი დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. არავის ესმის ეს ვოლოდიმირ ზელენსკიზე უკეთ, რომელმაც გასულ თვეში უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოეჩინათ მოწყალება და გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი. 

აშშ-მა და ევროკავშირმა ზელენსკის მაგალითს უნდა მიბაძონ. თავისუფალი სამყარო უკრაინის დასაცავად გაერთიანდა, მათ უნდა გააკეთონ იგივე საქართველოს შემთხვევაშიც და სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოითხოვონ"

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები