მედია: რუსეთი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის
გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, რუსეთი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის.
ჩაშლილად: მედია სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო ძალების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის.
- ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსკოვმა თეირანს ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
- "რუსეთმა ძალიან კარგად იცის, როგორ ვეხმარებით უკრაინას, ვფიქრობ შურისძიების კარგი საშუალება მიეცათ". - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- The Washington Post-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მასშტაბები ამ ეტაპზე უცნობია.
სიღრმისეულად: კარნეგის ფონდის რუსული სამხედრო ძალების ექსპერტმა, დარა მასიკოტმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს ზუსტი იერიშები მიაქვს ამერიკულ რადარებზე.
- რუსეთ-ირანის ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკოლ გრაევსკიმ განაცხადა, რომ ამ ომში ირანის დარტყმების ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია 2025 წლის 12-დღიან ომთან შედარებით.
- სტატიის ავტორის აზრით, ამ ეტაპზე ირანს ჩინეთი სამხედრო დახმარებას არ უწევს.
- მედიის წარმომადგენლებმა კომენტარისთვის აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირება სცადეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.