აშშ უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების შესაკეთებლად $125 მილიონს გამოყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას 125 მილიონი დოლარის ნაწილებს და სხვა მასალებს გადასცემს რუსული დარტყმების შემდეგ დაზიანებულუ ენერგეტიკული ობიექტების აღსადგენად. ამ ინფორმაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ავრცელებს.

სხვა საკითხებთან ერთად, თანხა კიევში წყალმომარაგებისა და უბნის გათბობის სისტემების სარეზერვო ენერგიის შესყიდვაზე დაიხარჯება. ასევე ამ თანხით მოხდება გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორების და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგის შევსება.

USAID-მა გამოაცხადა, რომ 2022 წლის დეკემბერში აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინას დამატებითი ფინანსური დახმარების ფარგლებში, 125 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

მსგავსი სიახლეები