Axios: ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებამდე ამერიკელი პრეზიდენტი სატელეფონო საუბარს გამართავს დონალდ ტრამპთან.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
- სავარაუდოა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი მომდევნო საათებში გაიმართება - თეთრი სახლი აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
დიდი სურათი: გასულ კვირას ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს შესაძლოა ახალი ულტიმატუმი წაუყენოს - ან რუსეთი იწყებს სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ან უკრაინა მიიღებს Tomahawk-ის ტიპის შორეულ რაკეტებს.
- ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული რაკეტების გადაცემა გაანულებდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და რომ ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იქნებოდა.
- ეს მიმდინარე წელს ვლადიმირ პუტინისა და ტრამპის რიგით მეშვიდე სატელეფონო საუბარი იქნება.
კონტექსტი: 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემა იქნება, მათ შორის ცენტრალური საკითხი სწორედ Tomahawk-ის ტიპის რაკეტებია, რომელთა მოქმედების რადიუსიც 2500 კილომეტრამდეა.
- დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელ პრეზიდენტს ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულები იქნება ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი საუბრის შედეგებზე.
სიღრმისეულად: აშშ-ს უკრაინისთვის მხოლოდ 20-დან 50-მდე Tomahawk-ის რაკეტის გადაცემა შეუძლია – FT