აზერბაიჯანი უკრაინელ გამნაღმველებს გაწვრთნის

აზერბაიჯანი შეურთდება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინელ გამნაღმველებს წვრთნიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გადაწყვეტილება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უკრაინაში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრის დროს ელჩმა სეიმურ მარდალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებიც წვრთნიან უკრაინელ გამნაღმველებს. 

სავარაუდოა, რომ წვრთნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდება. 

კონტექსტი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული სახელმწიფოა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბოჰდან დრაპიატის ცნობით, დანაღმული ტერიტორიის მოცულობა 174 ათასს კვ/კმ-ს უტოლდება. გარდა ამისა დანაღმულია უკრაინის წყალსაცავების 14 ათასი კვ/კმ. 

მსგავსი სიახლეები