ბატალიონ "ვასხოდის" მეომრებმა ბოლო 24 საათში 22 ოკუპანტი და 1 ტანკი გაანადგურეს

ბატალიონ ვასხოდის მებრძოლებმა ბოლო 24 საათში 22-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაქტიკურ-ბატალიონური დაჯგუფება თავად ავრცელებს. 

"უკრაინის დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას, ჩვენ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში. კერძოდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფაშისტურმა ძალებმა განახორციელეს ერთი შეტევა. ჩვენმა არტილერიამ მიიტანა საცეცხლე შეტევა მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეყრის წერტილებზე",- ნათქვამია ბატალიონის შეტყობინებაში. 

ვასხოდის ცნობით, 15 აპრილს განადგურებულია: 22 ოკუპანტი, 1 ტანკი, 1 არტილერიული დანადგარი, 2 უპილიტო საფრენი აპარატი, 1 სპეცტექნიკა.

მსგავსი სიახლეები