ბირთვული სააგენტოს შეფი: ირანს ურანის გამდიდრების განახლება თვეებში შეეძლება

გაეროს საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ირანს ურანის გამდიდრების პროცესის განახლება რამდენიმე თვეში შეეძლება და ბირთვულ შეიარაღებაზე მუშაობის "ინდუსტრიული სიმძლავრე რ განადგურებულა."
State Of Play: ამის შესახებ რაფაელ გროსიმ СBS-თან საუბარში განაცხადა - მიუხედავად ამისა, გროსის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამამ ისრაელისა და შეერთებული შტატების დარტყმების შედეგად "სერიოზული ზიანი" მიიღო.
- "მათ რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლებათ აამუშაონ ცენტრიფუგები და განაახლონ ურანის გამდიდრება"- ამბობს გროსი.
- მისი თქმით, მტკიცება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა "განადგურებულია" უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს და აღნიშნულ პრობლემას ვერ ექნება "სამხედრო გადაწყვეტა."
Big Picture: გროსის კომენტარი გასულ დღეებში ამერიკის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ განსხვავებული ცნობების ფონზე გავრცელდა.
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და თავად ამერიკელი პრეზიდენტის შეფასებით ირანის ბირთვული პროგრამა "გაცამტვერებულია."
- განსხვავებულია პენტაგონის დაზვერვის პირველადი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც ზიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა "დამანგრეველი."
- ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსის შეფასებით, 13-22 ივნისამდე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის ბირთვულმა პროგრამამ "რამდენიმე წლით დაიხია უკან."
Сontext: ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ისრაელმა 13 ივნისს საჰაერო დარტყმებით და ქვეყნის შიგნით განხორციელებული დივერსიული აქტებით დაიწყო. პირველივე საათებში ისრაელის არმიისა და დივერსიული დაჯგუფებების შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მართვის და კონტროლის ჯაჭვს.
- გასულ კვირებში ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური, ასევე შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, 10-ზე მეტი ბირთვული ფიზიკოსი - მოკლულიდან რამდენიმე ალი ხამენეის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო.
- 22 ივნისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამერიკული ავიაციაც შეუერთდა და ირანის ბირთვული ობიექტები მძიმე საავიაციო ბომბებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.