ჩეხეთის პრეზიდენტი: რუსული აგრესია ძირს უთხრის ამჟამინდელ საერთაშორისო წესრიგს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში დაუშვებელია, რადგან აგრესია არყევს წესებსა და თანამშრომლობაზე აგებულ საერთაშორისო წესრიგს.

ამის შესახებ მან სამშაბათს, პრაღის ციხეში, ჩეხეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და არ არის საჭირო იმის ვარაუდი, რომ რუსეთი არასოდეს შეეგუება ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის დაკარგვას. ასევე აშკარაა, რომ ასეთი შედეგი შთააგონებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც რუსეთი." - აღნიშნა პაველმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია და "რუსული აგრესია და მზარდი თავდაჯერებულობა საფრთხეს უქმნის შეთანხმებულ წესებსა და თანამშრომლობაზე აგებულ საერთაშორისო წესრიგს."

პაველმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერას თვლის არა მხოლოდ სოლიდარულობად და მორალურად სწორად, არამედ კრიტიკულად ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მან ასევე საერთაშორისო საზოგადოეაბას მოუწოდა შექმნას პირობები, რათა ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს და ამისთვის კრიტერიუმების შესრულება აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები