CNN: უკრაინა შოკირებულია ბაიდენის მიერ რუსეთისთვის მცირე ოპერაციაზე 'მწვანე შუქის' ანთების გამო

 

უკრაინელმა ჩინოვნიკმა CNN-ის ჟურნალისტს, მეთიუ ჩენსს უთხრა, რომ "შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრას და ინტერვენციას" და ამბობს, რომ მცირე მასშტაბის შეჭრა არ გამოიწვევს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

"ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში," - აღნიშნა ჩინოვნიკმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მისი გაპრეზიდენტების ერთი წლის თავზე ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებასთან შედარებით, რუსეთის მცირე შეჭრას უკრაინაში ნაკლებად მძიმე რეაქცია მოჰყვება.

უკრაინის წარმომადგენელმა CNN-ის ჟურნალისტს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ნიუანსი არცერთი ამერიკული ადმინისტრაციისგან არ სმენია.

"კიევი გაოგნებულია," - თქვა უკრაინის წარმომადგენელმა, რომელსაც მისი ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია აღწერა.

 

მსგავსი სიახლეები