დანილოვი: ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადავედით

უკრაინელმა სამხედროებმა ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევა წამოიწყეს, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.  

"ჩვენი სამხედროების წყალობით ვითარება დასტაბილურდა. ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადავედით და ეს კონტრშეტევა აბსოლუტურად პროდუქტიულია", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, კიევის ოლქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია.

"უკვე ნათელია, რა ხდება ხარკოვის რეგიონში", - აღნიშნა მან. "ხარკოვი არ აპირებს დანებებას და ოკუპანტებს არ აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც სურთ".

მსგავსი სიახლეები